კლასი

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

სასკოლო განათლების ერთწლიანი საფეხური

სინონიმი

ერთ საფეხურზე მყოფი მოსწავლეები სკოლაში

ოთახი, სადაც გაკვეთილები ტარდება

მოსწავლეთა ჯგუფი, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში ერთი და იმავე მასწავლებლის ხელმძღვანელობით შეისწავლის რაიმეს

სინონიმი

ერთგვაროვანი სოციალური ფენა

მომსახურების ხარისხისა და ფასის მიხედვით განსხვავებული მატარებლის ვაგონის, გემის კაიუტის, თვითმფრინავის სალონის ტიპი

სინონიმი

გარკვეული ხარისხი

გაკვეთილი

რაიმე საგანში, სპორტის სახეობაში და მისთ. მეცადინეობა.

დაჯგუფება

კაპრალი

სამხედრო საქმეში ‒ ზოგიერთი ქვეყნის არმიებში ყველაზე დაბალი საფეხურის შემადგენლობის ერთ-ერთი სამხედრო წოდებულება (უმცროს სერჟანტზე დაბალი და I კლასის რიგითზე მაღალი)  (დარგ.)

კატეგორია

ადამიანების ან ნებისმიერი სხვა რამის დაჯგუფება რაიმე ნიშნით

კლასი

ერთგვაროვანი სოციალური ფენა

კოლექტივი

რაიმე საერთო მახასიათებლებით გამორჩეული ადამიანთა ჯგუფი (საქმიანობა, ინტერესები, მიზნები, კულტურული და ენობრივი მახასიათებლები და ა. შ.)

კრება

კრებული

ადამიანები რაიმე ნიშნით გამოყოფილი, დახასიათებული

რანგი

საზოგადოება

ჯგუფი ადამიანებისა, რომელთაც რაღაც აკავშირებთ (საცხოვრებელი ადგილი, შეხედულება, რელიგია...)

საკლასო

სახეობა

ცოცხალ ორგანიზმთა უმცირესი საკლასიფიკაციო ერთეული

სქესი

გრამატიკაში: კატეგორია, რომლის მიხედვითაც ზოგ ენაში სიტყვები ორ (მამრობითი, მდედრობითი) ან სამ (მამრობითი, მდედრობითი, საშუალო) კლასად იყოფა

ფენა

საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც გამოირჩევა რაიმე თავისებურებებით.  (გადატ.)

ფენი

საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც სხვებისგან რაიმე მახასიათებლებით გამოირჩევა და მათგან განსხვავდება  (გადატ.)

ხარისხი

რანგი, თანრიგი, წოდება

ჯგუფი

გარკვეული ნიშან-თვისებებით კლასიფიცირებულთა ერთობლიობა.