გამოსახულება

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

ამოჭრა

როდესაც ქვაზე რაღაცას ამოკვეთენ

ანარეკლი

პრიალა ზედაპირზე (სარკეში, წყალში...) ასახული რამ

გამოსახულებითი

გამოხატულება

გამოსახულება, რაიმეს გარეგნული გამოვლინება

გამჟღავნება

გრავიურა

ხელოვნებასა და ხელოვნებათმცოდნეობაში – გამოსახულება, რომელსაც იღებენ გრავირებით  (დარგ.)

გრიფონი

ამ ქმნილების გამოსახულება, ქანდაკება/რელიეფი ქვაში ან სხვა მასალაში

ილუსტრაცია

ტექსტში/წიგნში ჩართული სურათი, რომელიც ამ ტექსტის შინაარსს უკავშირდება

ლანდი

ვინმეს არამკაფიო გამოსახულება, სილუეტი

მოყვანილობა

მოხაზულობა

რაიმეს გრაფიკული გამოსახულება

ნახაზი

ნახატი

ნოტი

მუსიკაში ‒ სიმბოლო, რომლითაც წერენ მუსიკალურ ბგერას  (დარგ.)

ორეული

რაც ვინმეს ან რამეს არეკვლის შედეგად მიიღება

პროექცია

გეომეტრიაში – სხეულის გამოსახულება სიბრტყეზე გადატანილი  (სპეც.)

რაკურსი

წერტილი, რომელსაც გადასაღები აპარატის ობიექტივიდან აფიქსირებენ, რომ გამოსახონ ესა თუ ის ობიექტი  (დარგ.)

რელიეფი

ამოზნექილი გამოსახულება რაიმეს ზედაპირზე

რეპროდუქცია

სხვადასხვა გამოსახულების (ნახატის, სურათის, ნაბეჭდი ტექსტის) გადაღება და გამრავლება ფოტოგრაფიული ან პოლიგრაფიული საშუალებით.

ფოტოგრაფიული ან პოლიგრაფიული საშუალებით გადაღებული ან გავრცელებული სურათი

სახება

ვინმეს სახე, გამოხატულება  (წიგნ.)

სურათი

ფოტოგრაფიული გამოსახულება

ტიტრი

ქიმიაში – რითაც გამოსახავენ გახსნილ ნივთიერებას ერთ კუბურ სანტიმეტრ ან მილიმეტრ სითხეში  (სპეც.)

ტორსი

ადამიანის სხეული სკულპტურულად

ფორმა

ვინმეს ან რაიმეს გარეგნული მოყვანილობა, მოხაზულობა

ფოტო

გამოსახულება, მიღებული აპარატით, რომელიც მუშაობს ციფრულად ან ფირით

ჭრელი

ის ფორმები და გამოსახულებები, რომელიც ამოჭრით, ამოწვით და ა. შ. მიიღება ქსოვილზე, ხეზე და მსგავს მასალაზე

ხატება

ხატი

ქრისტიანობაში: სურათი/ნახატი ღვთის, ანგელოზის ან რომელიმე წმინდანის გამოსახულებით

ჯვარცმა

საეკლესიო – ჯვარი, რომელზეც ჯვარცმულ იესო ქრისტეს გამოსახავენ  (სპეც.)

ჰოლოგრამა